დებულება კონფიდენციალურობის შესახებ
კონფიდენციურ ინფორმაციასთან მუშაობის წესი
ამ ნაწილში მოცემულია განმარტება იმის შესახებ თუ როგორ გამოიყენებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო ვებ-გვერდის დათვალიერების შედეგად თქვენს შესახებ მიღებულ ინფორმაციას. მიღებული ინფორმაციის სახეობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რას აკეთებთ ვებ-გვერდის დათვალიერების დროს.
იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ათვალიერებთ ჩვენს ვებ-გვერდს და გადმოტვირთავთ ინფორმაციას:
თქვენს შესახებ ვაგროვებთ და ვინახავთ მხოლოდ შემდეგ ინფორმაციას ჩვენ: იმ დომეინის დასახელებას, რომლის მეშვეობითაც თქვენ შედიხართ ინტერნეტში; ვებ-გვერდზე შესვლის თარიღს და დღეს, ინტერნეტ-მისამართს, რომლის მეშვეობითაც დაუკავშირდით ჩვენ ვებ-გვერდს, და ინფორმაციას, რომელსაც თქვენ ათვალიერებთ.
აღნიშნულ ინფორმაციას ვიყენებთ ვებ-გვერდის სხვადასხვა სექციების დამთვალიერებელთა რაოდენობის და ყველაზე ხშირად დათვალიერებული, ანუ ყველაზე სასარგებლო, სექციების დასადგენად.
შეგროვებული ინფორმაცია გამოიყენება ორი მიზნისათვის: ვებ-გვერდის მართვასათვის და საეჭვო საქმიანობის გამოსავლენად, რასაც, შესაძლოა, გახდეს სისხლის სამართლებრივი დევნის საგანი.
იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ახდენთ იდენტიფიცირებას კომენტარის ან შენიშვნის გამოგზავნით:
შეგიძლიათ, პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაციის მოწოდება, მაგალითად, ელექტრონულად კომენტარის ან წინადადების გამოგზავნის მეშვეობით. ჩვენ ვიყენებთ პირადობის საიდენტიფიკაციო ინფორმაციას თქვენს მიერ დასმულ კითხვაზე, კომენტარზე ან წინადადებაზე პასუხის გასაცემად და შენიშვნებისა და წინადადებების გამომგზავნთა რაოდენობის დასადგენად. ზოგიერთ შემთხვევაში, თქვენი კომენტარი ან წინადადება მიემართება სხვა სამთავრობო უწყებასა თუ სამინისტროში, რადგან მათ შეუძლიათ უკეთ გასცენ პასუხი თქვენს მიერ დასმულ შეკითხვას.
გვსურს ხაზგასმით ავღნიშნოთ, რომ ჩვენ არ მოვიპოვებთ საიდენტიფიკაციო ინფორმაციას თქვენს შესახებ, თუ არ იქნება ამაზე თქვენი სურვილი. საჭიროების შემთხვევაში, მოპოვებული ინფორმაცია დაცულია 1974 წლის “პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის შესახებ” კანონის მიხედვით.
იდენტიფიკატორი (cookies) და თქვენს კომპიუტერში სხვა შენახული ინფორმაცია
ზოგადად, ჩვენს ვებ-გვერდზე არ გამოიყენება ინდენტიფიკატორი (cookies), რომელსაც ბევრი სხვა ვებ-გვერდი იყენებს თქვენი ვიზიტების შესახებ ინფორმაციის მოსაგროვებლად და შესანახად.
იდენტიფიკატორი წარმოადგენს ინფორმაციის სიმბოლოს, როგორიცაა პრეფერენციები და პაროლები, რომელსაც აგროვებს ზოგი ვებ-სერვერი ვებ-გვერდზე შეღწევის დროს. აღნიშნული ინფორმაცია ინახება თქვენს ხისტ დისკზე და არა ვებ-სერვერზე. იდენტიფიკატორის მქონე ვებ-გვერდზე ყველა შესვლის დროს, სერვერი ეძებს იდენტიფიკატორს თქვენს ხისტ დისკზე და პოვნის შემთხვევაში, კითხულობს შენახულ ინფორმაციას. როგორც წესი, იდენტიფიკატორი ინახება თქვენი ბრაუზერის დირექტორიაში ან საქაღალდეში და ეწოდება cookie.txt (მაკინტოშის კომპიუტერებზე მას ეწოდება MagicCookie).
თუმცა, უნდა გახსოვდეთ, რომ სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის ვებ-გვერდი ზოგ შემთხვევაში იყენებს იდენტიფიკატორს მომხმარებლის იდენტიფიცირების მიზნით. ეკონომიკური განვითარების სამინისტრო იყენებს ამ ტექნოლოგიას შემდეგი მიზნისათვის:
- წარმოდგენილი ინფორმაციის ხელშეუხებლობის უზრუნველსაყოფად; და
- ინდივიდუალური მომხმარებლის იდენტიფიცირებისათვის.
ჩვენ ვაგროვებთ ამ ინფორმაციას მხოლოდ თქვენი ვინაობის დასადგენად ჩვენი ვებ-გვერდის დათვალიერების დროს. იდენტიფიკატორს გააჩნია მხოლოდ ზემოაღნიშნული ფუნქცია და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო იდენტიფიკატორთან დაკავშირებულ ინფორმაციას არ გაუზიარებს გარეშე პირებს, ან მათ ვინც არ არიან დაკავშირებული ვებ-გვერდის ადმინისტრირებასთან.
ზოგადი განაცხადი
ამ ვებ-გვერდზე მოცემული ინფორმაცია მიჩნეულია საჯაროდ და ნებადართულია მისი გავრცელება ან კოპირება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც დაცულია საავტორო უფლებები. სამაგიეროდ, ჩვენ გთხოვთ, რომ ინფორმაციის, ფოტოების და გრაფიკული ელემენტების წყარო – საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო – იყოს მითითებული, ისევე როგორც ფოტო და სხვა მასალის ავტორთა სახელები.
მიგვაჩნია, რომ მონაცემები საქართველოს სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის შესახებ მოპოვებული უნდა იქნას ამ ვებ-გვერდის და არა სხვა წყაროების მეშვეობით, ვინაიდან შესაძლებელია ინფორმაციის შეცვლა ან ამოღება, რაც ხელს შეუშლის ინფორმაციის სრულად და სწორად გაგებას. მიუხედავად იმისა, რომ ჩევნ ვცდილობთ ვუზრუნველყოთ ზუსტი და სრული ინფორმაცია, შესაძლებელია მოხდეს ზოგი ინფორმაციის ცვლილება ვებ-გვერდების განახლების დროს. მნიშვნელოვანი ცვლილებები თვალსაჩინო ხდება შინაარსის განახლების შემდგომ.
განაცხადი დამტკიცების შესახებ
ამ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტები შეიძლება, მოიცავდნენ გადამისამართებას და მითითებას ინფორმაციაზე, რომელიც შექმნილია და ინახება სხვა სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციების მიერ. აღნიშნული გადამისმართება და მითითებები გამოიყენება დამთვალიერებელთათვის. ჩვენ ვერ ვუზრუნველყოფთ კონტროლსა და ვერ გავცემთ გარანტიას, გადამისამართბებული ინფორმაციის სიზუსტეზე, დროულობაზე, შესაბამისობასა და სისრულეზე. მეტიც, გადამისამართებისა და მითითებების მოთავსება ვებ-გვერდზე, გარდა სამინისტროს მიერ მართულისა, არ ითვალისწინებს იმ ვებ-გვერდისათვის და მათზე მოთავსებული ინფორმაციისათვის მეტი მნიშვნელობის მინიჭებას, და ამ გარეშე ვებ-გვერდების, ან ვებ-გვერდების სპონსორების, სავაჭრო ნიშნის, წარმოების მიერ მოთავსებული ინფორმაციის და გამოთქმული შეხედულებების, კომერციული პროდუქციის ან შემოთავაზებული მომსახურეობის დამტკიცებას, რეკომენდაციის მიწოდებას, გაზიარებას, ან მოწონებას. ნებისმიერი მითითება კომერციულ პროდუქციაზე, პროცესებზე ან მომსახურებაზე, ან ნებისმიერი სავაჭრო ნიშნის, ფირმის ან კორპორაციის დასახელება გამოიყენება ვებ-გვერდის მნახველთათვის, და არ ნიშნავს საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მიერ მათთთვის რეკომენდაციის მიცემას, მოწონებას ან ლობირებას.
ავტორთა მოსაზრებანი ან შეხედულებანი არ გამოხატავს საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მოსაზრებას ან შეხედულებას, და არ უნდა იქნას გამოყენებული რეკლამის ან პროდუქციის მოწონების მიზნით.
პასუხისმგებლობის მოხსნა
ყველაფერი გეკეთდა ზუსტი და სრული ინფორმაციის მიწოდების უზრუნველსაყოფად. თუმცა, ასობით დოკუმენტის არსებობის პირობებში, რომელთა ჩატვირთვა ხშირ შემთხვევაში მოკლე ვადებში ხორციელდება, ჩვენ ვერ ვიძლევით შეუცდომლობის გარანტიას. ჩევნ არ ვიძლევით გარანტიას, არ ვაკეთებთ დაპირებას ან განაცხადს ამ ვებ-გვერდზე მოთავსებული ინფორმაციის სისწორეზე, სისრულესა და შესაბამისობაზე და ხაზგამით ავრნიშნავთ, რომ ვიხსნით პასუხისმგენლობას ვებ-გვერდზე არსებულ შეცდომებსა და უზუსტობებზე.
რაც შეეხება ვებ-გვერდის შინაარსს, ვერც საქართველოს მთავრობა და ვერც საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო, ისევე როგორც მათი თანამშრომელები და კონტრაქტორები ვერ გასცემენ ზეპირსიტყვიერ, ნაგულისხმევ ან კანონით გათვალისწინებულ გარანტიას იმის თაობაზე, რომ არ იქნება დარღვეული მესამე მხარის უფლებები, საკუთრების უფელება, სავაჭრო მდგომარეობის გარანტია და ვარგისიანობა კონკრეტული მიზნისათვის ვებ-გვერდიდან ან ინტერნეტიდან მოპოვებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით. ამასთან, ვერც საქართველოს მთავრობა და ვერც საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო ვერ აიღებს იურიდიულ პასუხისმგებლობას ნებისმიერი ინფორმაციის, პროდუქტის ან პროცესის სიზუსტეზე, სისრულესა და ვარგისიანობაზე, ისევე როგორც ვერ აგებს პასუხს კომპიუტერულ ვირუსებზე და ვერ ვუზრუნველყოფთ, იმას რომ ამგვარი ინფორმაცია, პროდუქტი თუ პროცესი არ დაარღვევს კერძო უფლებებს.